15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებისთვის მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან გათავისუფლდა.
ინფორმაციას საქართველოს პირველ არხს მისი ადვოკატები უდასტურებენ.
ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით, ჩოლოიანი პირობით ვადამდე გათავისუფლდა.
მარიანა ჩოლოიანმა პენიტენციურიდაწესებულება უკვე დატოვა.
მარიანა ჩოლოიანს 2020 წლის 7 სექტემბერს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
კომენტარები