არსებულ კონსტიტუციას თუ გააკეთილშობილებ, თორემ უარესობისკენ ნამდვილად ვერ შეცვლი, ისეთი დაგვიტოვა მიხეილ სააკაშვილმა, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში განაცხადა.
,,საკონსტიტუციო უმრავლესობას აჩვენებენ როგორც საფრთხეს, ჩვენ კი შეგვიძლია შევხედოთ როგორც შესაძლებლობას. კონსტიტუციას ესაჭიროება დახვეწა და ამაზე ყველანი ვთანხმდებით, თუმცა გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა, გამომდინარე ოპოზიციის ქმედებებიდან. არსებულ კონსტიტუციას თუ გააკეთილშობილებ, თორემ უარესობისკენ ნამდვილად ვერ შეცვლი, ისეთი დაგვიტოვა მიხეილ სააკაშვილმა. ყოფილმა პრეზიდენტმა 2004 წელს საქართველოს კონსტიტუცია მოარგო საკუთარ თავს და მივიღეთ სისტემა, ძლიერი პრეზიდენტი, სუსტი პარლამენტით, სუსტი მთავრობით, სუსტი სასამართლოთი და ა.შ. ეს სისტემა ჩანაცვლდა განსხვავებული სისტემით, რომელიც პრაქტიკაში უკეთ მოქმედებს, გამომდინარე იმ რეალობიდან, რაც ,,ქართულმა ოცნებამ” შექმნა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.