რატი ბრეგაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება.
„აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამ ომმა ასეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. დიდება გმირებს! ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
კომენტარები