ასე როგორ უნდა გიხაროდეს ადამიანების სიკვდილი და ასე როგორ უნდა ცდილობდე გვამებზე ხელის მოთბობას, – ასე ეხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოსტს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
„ამას სახელი აღარ აქვს, ამ ყველაფერის მომფიქრებელიც, შემსრულებელიც და მომწონებელ-მხარდამჭერიც ფსიქიურად შერყეული კი არ არის, არამედ მტერი და გამყიდველია სახელმწიფოსიც და ხალხის ! ასე, როგორ უნდა გიხაროდეს ადამიანების სიკვდილი, და ასე როგორ უნდა ცდილობდე გვამებზე ხელის მოთბობას? უბრალოდ გონს უნდა მოეგოს ყველა და ფრთხილად ვიყოთ, კიდევ რას მოიფიქრებს ეს გათახსირებული კაცთმოძულე და რას იკადრებენ მისი მსახურები კაცმა არ იცის!“, – წერს ნიკოლეიშვილი.
ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს „ფეისბუქში“ დაწერა, რომ როგორმე უნდა მოხერხდეს და „ეს ტრაგედია ივანიშვილს და ქოცებს შეეტენოთ“. „როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და ქოცებს დამსახურებულად შეეტენოთ, რადგან რეალურად ეს მათი ბრალია. ეს იქნება საბოლოო და შეუვალი განაჩენი, 15 000 ადამიანი დაგვეღუპა აფხაზეთში, აქ თვეში 1000 კაცზე და მეტზე გავალთ. მოკლედ, მძლავრი კამპანია გვჭირდება ,,ივანიშვილი გკლავს“ ეგეთ სტილში“, – წერს სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტის ეს მოწოდება სავარაუდოდ, განკუთვნილი იყო მისი მხარდამჭერების დახურული ჯგუფისთვის და შემთხვევით საჯაროდ დაიპოსტა, რის გამოც მან მოგვიანებით ტექსტი წაშალა.