“ძალიან გულდასაწყვეტი იყო განსაკუთრებით ბოლო ნაბიჯები, რომლებიც რესპუბლიკელებმა გადადგეს, ვგულისხმობ ცალ-ცალკე არჩევნებში მონაწილეობიას გადაწყვეტილებას. დაიწყო აბსოლუტურად არაადეკვატური შეტევითი კამპანია “ქართულ ოცნებაზე”, უბრალოდ ძალიან გულდასაწყვეტია.
პოლიტიკაში, ალბათ გულდაწყვეტების ადგილი არ არის, ამიტომ ერთადერთს ვიტყვი, რომ დასანანია, თუ როგორ განვითარდა რესპუბლიკური პარტიის საარჩევნი პერიოდში მათი საარჩევნო კამპანიაც და მათი რიტორიკაც.
არ ვიცი რა ტიპის თანამშრომლობაზე შეიძლება იყოს საუბარი, ბატონ დავითს ჰკითხეთ, იმ შეფასებების მერე, რომელიც მან გააკეთა ბოლო პერიოდის განნმავლობაში არაერთხელ, აქვს თუ არა სურვილი ასეთი ტიპის თანამშრომლობის. ძალიან გამიკვირდება, რომ მან თქვას, რომ “ქართულ ოცნებასთან” უნდა თანამშრომლობა” – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რესპუბლიკური პარტიის რიგებიდან დავით უსუფაშვილის გასვლის საკითხს და მათი მხრიდან, ბოლო პერიოდში გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ხელისუფლების მისამართით.