სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთათვის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
„ეს არის ჩვენი ღია ჭრილობა – უგზო-უკვოდ დაკარგული ჩვენი გარდაცვალებულების ცხედრები. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა პირს, განსაკუთრებით „წითელ ჯვარს“ ამ პროცესში აღმოჩენილი თანადგომისა და დახმარებისთვის“, – განაცხადა სამების საკათედრო ტაძარში თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
30 წლის წინ გარდაცვლილი აფხაზეთიდან 5 ადამიანის ცხედარი გადმოასვენეს. მათგან 2 სამხედრო მოსამსახურე იყო, ერთ-ერთი კი უკრაინის მოქალაქე, რომელიც დღეს დილით უკრაინაში გადაასვენეს. ქართველ სამხედროს კი რამდენიმე საათში დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო წესით დაკრძალავენ.
ასევე, გადმოსვენებულთაგან 3 მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ისინი ოჯახების გადაწყვეტილებით საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალებიან.