ზვიად ძიძიგურის თქმით, ზუგდიდში არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, წყნარ და ძალიან ცივილურ ვითარებაში. როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე უბანზე დაფიქსირებულია უმნიშვნელო დარღვევები.
“მიუხედავად იმისა, რომ აქ კონკურენცია ორ პარტიას შორის არის, ეს კონკურენცია არ გადაზრდილა რაიმე შეხლა-შემოხლაში, დაპირისპირებაში. ვფიქრობ, რომ შედეგებს ყველა ერთად ვნახავთ, თუ რომელმა პარტიამ გაიმარჯვა. დარწმუნებული ვარ “ქართულმა ოცნებამ” ეს არჩევნები დამაჯერებლად დაასრულა”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა
კომენტარები