„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ინფორმაციით, ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო წილოსანი დამოუკიდებელ კანდიდატ აკაკი ჩხაიძეს 80%-ით უგებს.
ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს, რომლის ინფორმაციით, ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.
ამასთან, ნინო წილოსანი ამომრჩეველს მადლობას უხდის.
კომენტარები