მეორე ტურის პირველადი წინასწარი შედეგები, სავარაუდოდ, 31 ოქტომბრის 09:00 საათისთვის გახდება ცნობილი.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა და 2 229 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცედურა. შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდეგ, ოქმები საოლქო-საარჩევნო კომისიებში გადაიგზავნება და შესაბამის ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია სპეციალური პროგრამით მიიღებს.
ცესკოში აცხადებენ, რომ შემაჯამებელი ოქმების მიღებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ, ინფორმაცია უკვე ცესკო-ს სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება.
კომენტარები