ჩვენ ამ მანდატს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ აღარავის მიეცეს შესაძლებლობა კონსტიტუცია რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალას მოარგოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, დღეიდან საქართველოში აღმშენებლობის სრულიად ახალი ეტაპი იწყება.
„ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ ამ მანდატს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ აღარავის მიეცეს შესაძლებლობა კონსტიტუცია რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალას მოარგოს. „ქართული ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ჩვენი ხალხის წინაშე. რაც მეტია ხალხის ნდობა, მით უფრო მომთხოვნია საზოგადოება ხელისუფლების მიმართ. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი და ამბიციური გეგმები, რომელიც ორიენტირებულია განათლების სისტემის არსებით გაუმჯობესებაზე, ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. დღეიდან იწყება, აღმშენებლობის სრულიად ახალი ეტაპი საქართველოში და ჩვენ მზად ვართ, ქვეყნის წინსვლისთვის გადამწყვეტი ნაბიჯები გადავდგათ. კიდევ ერთხელ გილოცავთ დემოკრატიის ტესტის ჩაბარებას და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გამარჯვებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არჩევნების მონიტორინგში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი კვირიკაშვილი: მანდატს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ კონსტიტუცია ერთ პოლიტიკურ ძალას ვერავინ მოარგოს
2016/10/31 15:37:02
კომენტარები
ნანახია: 1346 ჯერ