მე ვარ ერთ-ერთი იმ ადამიანთა შორის, რომელსაც სირცხვილი მოსვენებას არ მაძლევს, რომ მეც „ოცნება“ მერქვა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ივანიშვილის რეალური წასვლის დრო“ დადგა, რადგან მან ქვეყნის მართვა ვერ შეძლო.
„აუცილებელია ხელისუფლების შეცვლა, ეს შეცვლა სჭირდება ქართველ ხალხს. „ოცნების“ მხარდამჭერებს შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად სჭირდება ხელისუფლების შეცვლა იმიტომ, რომ რაც დრო გადის, მით უფრო სამარცხვინო ხდება უკან მოხედვა. მე ვარ ერთ-ერთი იმ ადამიანთა შორის, რომელსაც ეს სირცხვილი მოსვენებას არ მაძლევს, რომ მეც „ოცნება“ მერქვა. მეც თანამონაწილე ვიყავი იმ რაღაც პროცესის, რომლის დასაწყისი იყო სრულიად სხვა, მიზნები იყო სრულიად სხვა”
კომენტარები