სანამ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არ არის, – ამის შესახებ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა განაცხადა.
“მე ვფიქრობ, პირველი ნაბიჯი რუსულ მხარეს აქვს გადმოსადგმელი. ეს ნაბიჯი არის საქართველოს დეოკუპაცია, რუსული ბაზების საქართველოდან გაყვანა და აღიარების პოლიტიკის შეცვლა”, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
კომენტარები