„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ხაბარელი „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ წევრებთან ხელისუფლების სამომავლო თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
ხაბარელი თვლის, რომ პოლიტიკოსები, ვინც პარლამენტის მიღმა დარჩნენ, თავის კვალიფიკაციის მიხედვით ქვეყანას უნდა ადგებოდნენ.
ხაბარელს მიაჩნია, რომ დავით უსუფაშვილიც ერთ-ერთი მათგანია.
“ეს ადამიანები ნამდვილად გამოცდილი ადამიანები არიან, იგივე დავით უსუფაშვილი და იგივე „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრები.
მათ აქვთ ის რესურსი, რომ ბევრი სასიკეთო საქმე აკეთონ ქვეყნისთვის. ინფორმაცია „ქართულ ოცნებასა“ და მათ შორის არსებულ კონსულტაციებზე მე მედიიდან უფრო ბევრი მივიღე, ვიდრე გუნდიდან, ამიტომ ჯერჯერობით ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ რაიმე სახის შეთავაზებებზე საუბრებს მმართველი გუნდის მხრიდან“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
“უსუფაშვილიც და “თავისუფალი დემოკრატების“ ზოგი წარმომადგენელიც უნდა გამოიყენოს ქვეყანამ თავის საკეთილდღეოდ”
2016/11/01 13:07:52
ნანახია: 1644 ჯერ