„შალვა ნათელაშვილი ბევრ რამეს გვაბრალებს. ჩემზეც ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ არ ვიღებ სერიოზულად. 1995 წლიდან იბრძვის, რომ პარლამენტში მოხვდეს.
ხან დაეშალა გუნდი, ხან გაექცა. გამწარებული კაცია. მას ჩვენი ოპონენტი „ნაცმოძრაობა” ეხმარებოდა და ყველას არაობიექტურად ლანძღავდა.
ეგ მაგის სტილშია. მიმაჩნია, რომ შალვა ნათელაშვილი არაობიექტურია თავის ბევრ შეხედულებაში. არც ქეთი დოლიძე, არც ლალი ბადუაშვილი არ არიან სალანძღავი ქალბატონები და ძალიან ბევრი სიკეთე გაუკეთებიათ”,- ამის შესახებ „მრეწველების” ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ ტელეკომპანია „იბერიას” ეთერში განაცხადა.
კომენტარები