აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი, რესპუბლიკელი კანონმდებელი ტომ მერინო საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ულოცავს. განცხადება ტომ მერინოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ადასტურებს, რომ ქვეყანაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც მთავრობის განვითარებას, ისე ხალხის აზრს. ვულოცავ საქართველოს არჩევნების წარმატებით ჩატარებას და რეგიონში დემოკრატიულ ლიდერობას. ეს მიღწევა საიმედო ნიშანია მომავლისთვის და მე მოუთმენლად ველი ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებას,“ – ნათქვამია ტომ მერინოს განცხადებაში.
კომენტარები