„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ხარჯებთან კითხვები არსებობს. როგორც კობახიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს კითხვები, რამდენად შეესაბამება დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები რეალურ შემოსავლებსა და ხარჯებს.
„ჩვენ გვაქვს სრულად დეკლარირებული შემოსავლები და ჩვენი ხარჯები. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათ მიერ დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს. ჩვენ გვაქვს გარკვეული კონკრეტული ეჭვები, რამდენად შეესაბამება მათ მიერ დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები რეალურ შემოსავლებსა და ხარჯებს. მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით გვაქვს ასეთი კითხვები“,-აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხარჯებმა გაამართლა.
კომენტარები