საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი ამომრჩევლებს მადლობას უხდის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურობისთვის. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უთხრა უარი 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის შემქმნელებს.
„ჩემო მეგობრებო!
გილოცავთ საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას!
მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა დააქტიურობისათვის. თქვენს მიერ გაკეთებული არჩევანი არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის შეუქცევადი განვითარებისა და წინსვლისა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ განმტკიცდა 2012 წლის 1 ოქტომბერსგამოხატული ქართველი ერის ნება, საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უთხრაუარი 9–წლიანი სისხლიანი რეჟიმის შემქმნელებს.
ძალიან დიდი მადლობა ამ ურყევი ნებისთვის!
ჩვენ, ყველანი ერთად ვდგამთ ნაბიჯებს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისათვის!
ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალს!
მადლობა ნდობისთვის!
წინ გარდამტეხი 4 წელი გველოდება“, – აცხადებს ჯიშკარიანი.