კონკრეტული სახელები და გვარები, ვინ რა თანამდებობაზე დაინიშნება, უახლოეს დღეებში გვეცოდინება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„კონსულტაციები დაიწყო და ჩვენ უახლოეს დღეებში გვეცოდინება კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ რა თანამდებობაზე წარსდგება. იგივე ეხება ჩემს კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით. მე კონკრეტულად ვერ გეტყვით სახელებს და გვარებს ახლა, რადგან მიმდინარეობს კონსულტაციები და საზოგადოება უახლოეს დღეებში გაიგებს, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები