შალვა ნათელაშვილმა ყოფილი თანაგუნდელი კახა ძაგანია მკვლელობაში დაადანაშაულა.
„კახა ძაგანიას ჩუღურეთის რაიონში 20 წლის ბიჭი ჰყავს მოკლული. ძაგანია ისეთი აქტიური მომხმარებელია, „შპრიცი“ ვერ გავაგდებინეთ ხელიდან და მას შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის ტარების უფლება მისცა.
როგორც წესი, იარაღის ტარებას ძირითადად მშიშარა ადამიანები ცდილობენ. მე 1982 წლის წლიდან იარაღის ტარების უფლება მაქვს და არასდროს არ გამომიყენებია ეს უფლება იმიტომ, რომ ყველგან ჩემი თავის იმედზე ვარ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
კომენტარები