“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრები ოფისში იკრიბებიან. პარტიის თავმჯდომარის პოსტის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით დავით ბაქრაძემ კომენტარი არ გააკეთა.
„პარტიას რომ სჭირდება არა ციხეში მჯდომი, არა დევნილობაში მყოფი კონკრეტული ადამიანები ეს ცხადია, ოღონდ მნიშვნელოვანია, მათი აზრი, ვინც დევნილობასა და ციხეშია, იყოს გათვალისწინებული, მთავარი არის ერთიანობა ჩვენ რაც არ უნდა პრობლემა გვქონდეს გუნდის შიგნით, თუ ჩვენ ამ პრობლემასთან ბრძოლაში ერთიანობას გადავაყოლებთ, ეს იქნება ივანიშვილის არა იმ გაყალბებული და დაწერილი არჩევნების გამარჯვება, არამედ ეს იქნება გამარჯვება. ამიტომ ჩემი აზრით ერთიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა შევინარჩუნოთ “- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
კომენტარები