არანაირი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არ არის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
„საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებს ატარებს საქართველოსთვის, გადაუწყვეტელია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საერთაშორისო ფორმატებში საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად მოხდეს ამ კონფლიქტის დარეგულირება. არანაირი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არაა“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
კომენტარები