2017 წლის თბილისის ბიუჯეტის პარამეტრები მომავალ კვირაში დაზუსტდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.
მისივე ვარაუდით, მომავალი წლის ბიუჯეტი 800 მილიონ ლარზე ნაკლები არ იქნება.
„პირველადი ვარიანტი 2017 წლის ბიუჯეტისა გვაქვს, თუმცა საშემოსავლო ნაწილის დაზუსტებას ველოდებით და კიდევ უფრო მეტად გაზრდას საშემოსავლო ნაწილისას, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო მეტი პროექტები და პროგრამები დავგეგმოთ. ვიფიქრო, რომ წელსაც 800 მილიონზე ნაკლები ბიუჯეტი არ გვექნება,“ – ამბობს დავით ნარმანია.
კომენტარები