ახალი მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრთა პირველი ოფიციალური შეხვედრა 6 ნოემბერს გაიმართება. სხდომა 14.30 საათისთვის არის ჩანიშნული.
მანამდე კი, “ქართული ოცნება-დემოკრატიული” საქართველოს ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.
„20/30″-ის ინფორმაციით, ორივე შეხვედრაში პარტიის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს მონაწილეობას.
კომენტარები