პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალოვანი მინისტრების შეცვლა არ იგეგმება.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში რამდენიმე სამთავრობო ცვლილება იგეგმება, თუმცა ეს არ ეხება ძალოვანი სტრუქტურების მინისტრებს.
“რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, რამდენიმე ცვლილება იგეგმება და ამის შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კომენტარები