იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ პაოლო ჯენტილონის ინფორმაციით, საქართველო ვიზალიბერალიზაციაზე დასტურს ევროპარლამენტისგან წლის ბოლომდე მიიღებს.
როგორც ჯენტილონიმ სასტუმრო “რედისონში” მიმდინარე დისკუსიაზე განაცხადა, ასეთი პასუხი მან ევროპარლამენტარებისგან მიიღო.
“მოგეხსენებათ, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დარჩენილია დასტურის მიღება ევროპარლამენტისგან. როდესაც ვკითხე ჩემს კოლეგებს ევროპარლამენტში, მათ მითხრეს, რომ ეს დასტური ამ წლის ბოლომდე იქნება მიცემული”,- განაცხადა ჯენტილონიმ.
მისივე თქმით, იტალია მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას. ცნობისთვის, დისკუსია თემაზე “იტალია-საქართველოს ურთიერთობები და ევროპის მომავალი” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში იტალიის საელჩოსა და რონდელის ფონდის ორგანიზებით იმართება.
პაოლო ჯენტილონი – საქართველო ვიზალიბერალიზაციაზე დასტურს ევროპარლამენტისგან წლის ბოლომდე მიიღებს
2016/11/07 13:48:28
ნანახია: 1555 ჯერ