ცოტა დრო დარჩა და ყველა ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით გაიგებთ, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, იგეგმება თუ არა მის უწყებასთან მიმართებაში სტრუქტურული ცვლილებები მინისტრის აპარატის შესაძლო გაუქმებისა და სხვა უწყებაში ინტეგრირების მიმართულებით.
„სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგების და თანასწორობის საკითხებში აგრძელებს მუშაობას. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები და ასე არ დგას კითხვა. რაც შეეხება თვითონ მთავრობის შემადგენლობას და შესაძლო ცვლილებებს, ეს გახლავთ პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. ცოტა დრო დარჩა და ყველა ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით გაიგებთ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
კომენტარები