“ნაციონალურ მოძრაობაზე“ ორი მიზეზის გამო ვარ გამწარებული. ესაა ჟვანიას მკვლელობა და ჩემი შვილებით შანტაჟი. გარაჟში მცემეს და შვილის გაუპატიურებით დამემუქრნენ, სახლის კართან დაგიგდებთო,“ – ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა, გაზეთ „ასავალ დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მუქარის გამო შვილს სკოლაშიც კი ვერ უშვებდა.
„ბავშვისთვის სიმართლე როგორ მეთქვა, როცა მეკითხებოდა – მამა, სკოლაში რატომ არ მიშვებო? ვერ აღგიწერთ, ოჯახმა რა დეპრესია გადავიტანეთ. ვისთვის მეჩივლა, სიმართლე რომელ სასამართლოში მეპოვა?“ – ამბობს დავით ოქიტაშვილი.
მისივე თქმით, მის მიმართ „ნაცმოძრაობის“ დროს განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, დღემდე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
კომენტარები