დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაშიც სულ მალე დაიწყება სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ასე რომ მოგვიწევს რიგში ჩადგომა – ან ჩვენ ვიქნებით პირველი სადაც პასუხს აგებს, ან უკრაინა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
„მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოთხოვნილია, თუმცა ის სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ცოტა ხანში ქვეყნებს შორის წავა ტაციაობა, თუ სად მოიხადოს სასჯელი სააკაშვილმა და ამ სასჯელის მოხდის მერე რომელ ქვეყანას გადასცენ სასჯელის მოსახდელად. სავარაუდოდ, როგორც საქართველოს, უკრაინასაც არ ექნება უფლება თავისი მოქალაქე სხვა ქვეყანასს გადასცეს, თუმცა დარწმუნებული ვარ , სააკაშვილს მაინც მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში სულ მალე დაიწყება მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ასე რომ რიგში მოგვიწევს ჩადგომა – ან ჩვენ ვიქნებით პირველი სადაც პასუხს აგებს, ან უკრაინა“, – განაცხადა სუბარმა.
უკრაინაში მალე დაიწყება სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნა
2016/11/08 11:40:44
კომენტარები
ნანახია: 1529 ჯერ