Reuters/Ipsos-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჰილარი კლინტონის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი 90%-ია. Reuters/Ipsos-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, აშშ-ში არჩევნების დაწყებამდე, რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა.
აღნიშნული გამოკითხვის თანახმად, რეიტინგის მიხედვით ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 3%-ით უსწრებს. ყოფილ სახელმწიფო მდივანს გამოკითხულთა 45% უჭერს მხარს, ამერიკელ მილიარდერს კი – 42%. ამას გარდა, კლინტონს ამომრჩეველთა კოლეგიაში სავარაუდოდ 303 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი – 235. არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა ამომრჩებელთა კოლეგიის 270 ხმა.
კომენტარები