არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურისა და ცოდნის განვითარების მინისტრმა, შეიხმა ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა.
როგორც შეიხმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, სჯერა, რომ გიორგი კვირიკაშვილის მმართველობა საქართველოს წარმატებულ განვითარებას და არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან თანამშრომლობის გაღრმავებას უზრუნველყოფს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეიხს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები საქართველოს ძალიან დიდი მეგობარია, რომელთან ორმხრივ ურთიერთობას დიდი მომავალი აქვს.
კომენტარები