ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ორივე პარტიის მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ის შედეგი რა შედეგიც დადგება იქნება ამერიკელი ხალხის არჩევანი.
„ის შედეგი რაც დადგება იქნება ამერიკელი ხალხის არჩევანი. ჩვენ რა თქმა უნდა, ამერიკელი ხალხის არჩევანს ვგულშემატკივრობთ. ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და 2017 წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელს. ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობები ემყარებოდა ურთიერთინტერესების გათვალისწინებას და ურთიერთსარგებლიანობას“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ამერიკის ორივე პარტიის ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვს.
კომენტარები