,,პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებს.
,,ნაციონალურ მოძრაობაში” ამ ინფორმაციას ჯერჯერობით ღიად არ ადასტურებენ.
ცნობილია, რომ არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა სანდრა რულოვსმაც, რომელმაც პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.
იგივე გადაწყვეტილება მიიღო ლევან ვარშალომიძემ, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ,,ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი გახლდათ. ვარშალომიძე პარტიის პოლიტსაბჭოს იმ წევრებს შორისაა, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას.
წყარო: პრაიმტაიმი
კომენტარები