მანანა კობახიძემ მთელი ამ წლების განმავლობაში პარლამენტის მუშაობაში ძალიან დიდი წვლილი, ძალინ დიდი ენერგია ჩადო. მან ურთულესი სხდომები წაიყვანა – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
”მანანა კობახიძემ მთელი ამ წლების განმავლობაში პარლამენტის მუშაობაში ძალიან დიდი წვლილი, ძალინ დიდი ენერგია ჩადო. მან ურთულესი სხდომები წაიყვანა. მანამდეც ის იყო გამორჩეული ფიგურა ”ქართვეულ ოცნებაში”, ასრულებდა პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას. მანანას აქვს იმის უფლება, გამოხატოს საკუთარი პოზიცია, დამოკიდებულება. მით უფრო, რომ მანანა კობახიძეზე ცილისწამებების უზარმაზარმა ნიაღვარმა გადაიარა. ასე რომ, მას აქვს შეხედულება კონკრეტულ კომიტეტთან დაკავშირებით და ამის უფლება მას ძალიან სამართლიანად აქვს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ნუკრი ქანთარიამ.
იგი არ გამორიცხავს, გარკვეული კორექტირება განხორციელდეს იმ კომიტეტებში, სადაც ”ქართულმა ოცნებამ” თავმჯდომარეობის კანდიდატები და სხვა თანამდებობებზე წარსადგენი პირები უკვე დაასახელა.
”კომიტეტების ფორმირება ოფიციალურად პარლამენტის სხდომაზე ხდება. პარლამენტის შეკრებამდე შეიძლება რაღაც ნიუანსები შეიცვალოს. სილუეტი არ შეიცვლება, მაგრამ შეიძლება კომიტეტებთან დაკავშირებით მოხდეს გარკვეული გადაადგილებები და კორექტირება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ქანთარიამ.