დავით თორდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მთავარ პროვოკატორებს და მოძალადეებს, რომლებიც ქვეყნის არევას ცდილობდნენ თავიანთი ადგილი მიუჩინა, მისმა რეიტინგმაც საგრძნობლად იმატა
ქართველმა ხალხმა დაინახა ღირსეული, ძლიერი, უშიშარი, ეროვნული და სამართლიანი პრემიერ-მინისტრი, რომელიც თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს, პრემიერი რომელიც სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არავის და არაფერს დააყენებს.
არცაა გასაკვირი, რომ მოძალადე ნაციონალებს ხალხი არ ყავთ, რადგან ქართველი ხალხი მუდამ სიმართლის მხარესაა და მოითხოვს კანონის აღსრულებას ყველა იმ პირების მიმართ, რომლებმაც ხალხზე და სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა პირადი კეთილდღეობა დააყენეს
ირაკლი ღარიბაშვილი ისტორიაში ჩაიწერება, როგორც სამართლიანი და უშიშარი პრემიერ-მინისტრი, რომელიც თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს!“ – წერს „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ლიდერი 41-ის“ ადმინისტრატორი, ბლოგერი დავით თორდია.
„ირაკლი ღარიბაშვილი ისტორიაში ჩაიწერება, როგორც სამართლიანი და უშიშარი პრემიერ-მინისტრი, რომელიც თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს!“
2021/11/20 12:24:51

ნანახია: 472 ჯერ