დანომრილი ფული იყო გაგზავნილი მოსკოვიდან უკრაინაში და ისინი გადაეცა და დაუნაწილდა სააკაშვილის მხარდამჭერებს, ესეც ფაქტია, – ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი არღვევდა იდეას უკრაინის დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის, რაზეც პასუხი უნდა აგოს.
„გამოძიების მიერ დამტკიცებულია, რომ რამდენიმე სატელეფონო ზარი ჰქონდა ოლიგარქ კურჩენკოსთან სააკაშვილს, რომელიც იყო საფუძველი ქვეყნის ძარცვისა ექსპრეზიდენტი იანუკოვიჩის მიერ, რომელიც იმყოფებოდა მოსკოვში. საუბრები მასთან იმაზე დადიოდა, რომ კურჩენო თანხას იძლეოდა და სააკაშვილი უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დახურავდა სისხლის სამართლის საქმეებს კურჩენკოსადა სხვა მსგავსი მოღვაწეებისა. ექსპერტიზა, რომელიც დიდი ხანი მიმდინარეობდა დასრულდა და წერტილი დაესვა, რომ ხმა ეკუთვნის ბატონ სააკაშვილს, ანუ დანომრილი ფული იყო გაგზავნილი მოსკოვიდან უკრაინაში და ისინი გადაეცა და დაუნაწილდა სააკაშვილის მხარდამჭერებს, ესეც ფაქტია. ეს ადამიანი არღვევდა იდეას უკრაინის დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის, რაზეც პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა იური ლუცენკომ.