ეგვიპტის ავიაციის სამინისტროს და კომპანია EgyptAir-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ავიალაინერმა, რომელიც პარიზიდან კაიროში მიფრინავდა, სავარაუდოდ, კატასტროფა განიცადა.
მის ბორტზე 66 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ბოლოს თვითმფრინავი კავშირზე რადარებიდან გაქრობამდე 10 წუთით ადრე გამოვიდა. ამასთანავე, სადისპეტჩერო სამსახურებს ავიალაინერიდან განგაშის სიგნალი არ მიუღიათ. EgyptAir-ის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 30 ეგვიპტელი, 15 ფრანგი, ორი ერაყელი, ასევე ბრიტანეთის, ბელგიის, პორტუგალიის, კანადის, ქუვეითის, საუდის არაბეთის, სუდანის, ჩადის და ალჟირის თითო-თითო მოქალაქე იმყოფებოდა.
კომენტარები