შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სასწავლო ცენტრს მიენიჭა უფლება, განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა – „საკონტაქტო ცენტრის დისტანციური მომსახურების სპეციალისტი“.
პროფესიული მომზადების პროგრამის გავლის შემდგომ, მსმენელები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ, პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ.
სასწავლო ცენტრს შესაძლებლობა აქვს, ქოლ-ცენტრის ოპერატორების გადამზადების სერვისი შესთავაზოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო ორგანიზაციებს.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სასწავლო ცენტრი 2015 წელს ჩამოყალიბდა. ცენტრი მუდმივად ზრუნავს „112“-ის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასევე, ამ მიმართულებით მომსახურებას უწევს მომიჯნავე სამსახურებსა და სხვა ორგანიზაციებს.
”112”-ს პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭა
08.12.2021 12:52:18

ნანახია: 470 ჯერ