“რასაც ნატო აკეთებს, არის თავდაცვითი, პროპორციული და სრულად შეესაბამება ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს”, – ასე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი საქართველო-ნატოს ერთობლივ წვრთნასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.
“რასაც ნატო აკეთებს, არის თავდაცვითი, პორპორციული და სრულად შეესაბამება ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ახლო პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას. მე ვიმყოფებოდი საქართველოში ცოტა ხნის წინ. მივესალმები საქართველოსა და ნატო-ს შორის პარტნიორობის განვითარებას და გაძლიერებას. ზოგადად, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ცივი გონებით ვიმოქმედოთ, მოვძენოთ გზები დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, გავაგრძელოთ რუსეთთან მოლაპარაკებები, რათა რეაგირება მოვახდინოთ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ჩვენს საზღვრებთან სამხედრო აქტიურობაზე. ამას ნატო აკეთებს კიდეც. ჩვენ უახლოეს მომავალში ნატო-რუსეთის საბჭოს მორიგი შეხვედრის გამართვას ვგეგმავთ, ეს არის რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის არხების შენარჩუნების საშუალებაა“,-აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.