საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, თითოეულ პაციენტზე პასუხისმგებელი საკუთარი მკურნალი ექიმია.
როგორც სერგეენკო აღნიშნავს, დამხმარე კონსილიუმის აზრი პირად ექიმს შეუძლია, არც გაითვალისწონოს.
„პაციენტის სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვს, პაციენტზე პასუხისმგებელია მისი მკურნალი ექიმი. კონსულტანტი და კონსილიუმი ეს ყველაფერი იმისთვისაა შექმნილი, რომ დაეხმაროს მკურნალ ექიმს, რომელსაც შეუძლია, გაითვალისწინოს ან არ გაითვალისწინოს კონსულტანტის მოსაზრება. პაციენტზე პასუხისმგებელი ყოველთვის მისი მკურნალი ექიმია. ვერავის სახელი და გვარი და ვერანაირი პოლიტიკური მოცემულობა ამას ვერ შეცვლის“, – განაცხადა სერგეენკომ.
კომენტარები
