საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველმა ქვეითმა ბრიგადამ დაარსებიდან 29 წლის იუბილე აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და პირველი ქვეითი ბრიგადის მიღწევებზე და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიების ფარგლებში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამხედროები საშტატო იარაღითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
დღესვე, პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დაღუპული კაპრალ ხვთისო თომაშვილის სახელობის სკვერიც გაიხსნა, რის შემდეგაც თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. პირველი ქვეითი ბრიგადის იუბილეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, აღმოსავლეთის სარდალი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველმა ქვეითმა ბრიგადამ დაარსებიდან 29 წლის იუბილე აღნიშნა
2021/12/19 12:28:57
ნანახია: 582 ჯერ