სახეზეა, პოსტტრავმული-სტრესული აშლილობა და ასევე, დეპრესია, ზომიერად გამოხატული, – ამის შესახებ ექიმმა ფსიქიატრმა, მარინე კურატაშვილმა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნევროლოგმა სააკაშვილის ბოლო შემოწმებისას არ გამოიტანა ვერნიკეს ენცეფალოპათია, თუმცა წინა შემოწმებისას ეს დიაგნოზი მასაც ჰქონდა დასმული.
„ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა დაავადება ნამდვილად გადაიტანა, ჩაუტარდა მკურნალობა და რაღაც სიმპტომები ჯერ კიდევ არ ამოწურულა.
მე პირადად დავწერე, რომ სახეზეა, პოსტტრავმული-სტრესული აშლილობა და ასევე, დეპრესია, ზომიერად გამოხატული. ბევრჯერ ვთქვი, რომ დოზა, რომელიც დასაშვებ თერაპიულ დოზებს აღემატება, მიღებული არ აქვს“, – განაცხადა ექიმმა-ფსიქიატრმა.
მისი თქმით, სააკაშვილი რუსთავის დაწესებულებაში 100 მლგ „კეტილეფს“ იღებდა, რაც ზედოზირებად არ ითვლება.