ევროპის მარეგულირებელმა „ნოვავაქსის“ ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა გასცა. აღნიშნული პრეპარატის გამოყენება ევროკომისიის მიერ მას შემდეგ იქნა ავტორიზებული, რაც ევროპის მედიკამენტების სააგენტომ შესაბამისი ნებართვა გასცა.
„დღეს ჩვენ ნებართვა მივიღეთ პროტეინის ბაზაზე დამზადებულ „ნოვავაქსის“ ვაქცინაზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი“,- განაცხადა „ნოვავაქსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სტენლი ერკმა.
შეგახსენებთ, რომ „ნოვავაქსი“ ვაქცინის მეხუთე პრეპარატია, რომლის გამოყენებაზეც შესაბამისი ნებართვა გასცა ევროპის მარეგულირებელმა. პრეპარატის დამამზადებელი კომპანიის განცხადებით, ვაქცინა ყველაზე სკეპტიკური მომხმარებლის მოთხოვნებსაც კი დააკმაყოფილებს
კომენტარები