საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი საწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, გია ყუფარაძე, რომელიც ბუსტერ დოზით იყო აცრილი, მაგრამ კოვიდი მაინც ვერ დაამარცხა. ინფორმაცია ამის შესახებ Tia.ge-მ გაავრცელა.
“გარდაიცვალა უწესიერესი კაცი Gia Kuparadze. დიდი იმედის მიუხედავად, ვინაიდან ბუსტერითაც იყო აცრილი კოვიდმა მაინც თავისი გაიტანა.
გთხოვთ ატაროთ პირბადე და დაიცვათ როგორც საკუთარი ისე სხვისი ჯანმრთელობა. აცრა ნუ გაგათამამებთ!!!”, – დაწერა სოციალურ ქსელში ნუგზარ სულაშვილმა.
გია ყუფარაძის გარდაცვალებას მისი ახლობლები, კოლეგები და სტუდენტები ეხმიანებიან და ადასტურებენ, რომ ის კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა.
ბუსტერ დოზით აცრაზე გია ყუფარაძე თავადვე წერდა საკუთარ გვერდზე. მან 30 ნოემბერს მიმართვა გამოაქვეყნა, რომ აცრის შემდეგ თავს კარგად გრძნობდა.