მასობრივი შიმშილობის დაწყების მოთხოვნა იყო „ნაცმოძრაობის“ მიმართ წაყენებული ბოლო ულტიმატუმი და დავალება, რომელიც ბუნებრივია, მოდიოდა სააკაშვილისა და ალასანიას მხრიდან, – ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, ანალიტიკოსი, ვლადიმერ ბოჟაძე საუბრობს.
რა გარჩევები შედგა „ნაციონალურ მოძრაობაში“ – საკითხზე ბოჟაძე ვრცლად საუბრობს. ექსპერტი ამბობს, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მიერ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მიტანილი იერიშის შემდეგ, პარტია პოლიტიკური ბრძოლის ახალ, რადიკალურ ეტაპზე გადავიდა, რაც მათ მიერ მასობრივი შიმშილობის დაწყებას გულისხმობს. ბოჟაძის თქმით, პროტესტის რადიკალურ ფორმას, წინ უძღოდა გარჩევები და ალასანიას მხრიდან პირდაპირი მუქარა, რომ ვერდიქტის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პარტიას ფინანსების გარეშე დარჩენა ემუქრებოდა.
„თემურ ალასანიამ უთხრა „ნაცმოძრაობის“ წევრებს, თქვენ იწყებთ მასობრივ შიმშილობას, მიდიხართ წამებაზე და საერთოდ ყველაფერზე ან იცოდეთ, რომ რამდენი ხანიც იჯდება სააკაშვილი ციხეში, იმდენი ხანი არ გექნებათ დაფინანსება“, – აცხადებს ინტერვიუში ლადო ბოჟაძე.