პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, საკანონმდებლო ხელისუფლების უწყვეტობისა და მემკვიდრეობითობის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო.
ღონისძიება ასევე მიეძღვნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღის თარიღს და ხაზი გაესვა ტოლერანტობის მნიშვნელობას, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილი.
„ვისურვებდი, რომ პარლამენტში იყოს ნორმალური პოლიტიკური პროცესები. მე და ჩემი გუნდი ყველანაირად შევუწყობთ ხელს იმას, რომ მაქსიმალურად შეიქმნას სამუშაო ვითარება და უკეთესი კანონპროექტები განიხილებოდეს პარლამენტში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.ჟურნალისტებთან საუბრისას.
საზეიმო მიღებას მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრები დაესწრნენ.
კომენტარები