გადაცემაში „ჩაი“ გარდაცვლილი პოლიტიკოსის, კობა დავითაშვილის შვილმა, თორნიკე დავითაშვილმა სააკაშვილთან ურთიერთობაზე საუბრობს.
„სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მიხეილ სააკაშვილი ჩემი ნათლიაა. 1999 წელს დავიბადე. მაშინ მამაჩემი და მიხეილ სააკაშვილი თანამოაზრეები იყვნენ. მამაჩემი ნაციონალური მოძრაობის თანადამაარსებელია, შესაბამისად, არც არის გასაკვირი მეგობრებს შორის ნათელმირონობის სურვილი.
სულ 2 ნათლია მყავს, პირველი, ყველაზე ცნობილი მიხეილ სააკაშვილია, რომლითაც დიდად არ ვამაყობ. ძალიან დიდხანს ვითხოვდი, გადანათვლა არ არსებობს-თქო?! არ არის მარტივი, როდესაც ასეთი ნათლია გყავს. მით უმეტეს, როცა მამაშენი მამაშენია.
მეორე ნათლიათი უფრო ვამაყობ, ნონა წოწორიაა. ის სტრასბურგში იყო საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლე ბევრი წელი და საქართველოსთვის ბევრი აქვს ნაბრძოლი. მას მამაჩემის მოკვლა ნამდვილად არ უცდია.
მამაჩემი ტყუილებს არ ლაპარაკობდა. რახან ის თვლიდა, რომ ნათლიაჩემს რაღაც როლი მიუძღვის, მაქვს სუბიექტურად მყარი საფუძველი, რომ მამაჩემი მართალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს კობა დავითაშვილის საქმეზე ბრალი არ აქვს წაყენებული. ბრალი ზურა ადეიშვილს აქვს წაყენებული და მამაჩემს ძალიან ეწყინა, რადგან თავის დროზე დიდ პატივს სცემდა და მოიაზრდებდა, როგორც ერთ-ერთ ჭკვიან ადამიანს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ჭკვიანი და ბოროტია.
ბოლო განცხადებებზე მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არანაირი კომუნიკაციის სურვილი არ ყოფილა. ბავშვობაში მქონდა სურვილი, მას ერთხელ დავკავშირებოდი, მინდოდა მყოლოდა ცხოვრებაში მეტი ადმაიანი, ვისაც ვუყვარვარ, ნათლიის დღე მიმელოცა და პასუხი არ ყოფილა. მივხვდი, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის კომუნიკაცია არ იქნებოდა, აღარც მაქვს სურვილი“, – განაცხადა თორნიკე დავითაშვილმა .