„სიუჟეტებს თქვენ უკვე ჩემ გარეშე ნახავთ, მე შესაბამისად, აქვე გისურვებთ ბედნიერ დღესასწაულებს და გემშვიდობებით, ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებით. კარგად იყავით“, – ამ სიტყვებით დაემშვიდობა ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა Post Factum ავტორი და წამყვანი გიორგი გაბუნია ტელემაყურებელს, მან გადაცემა დატოვა და შესაბამისად მის საავტორო გადაცემაში გასულ სიუჟეტებს მაყურებელი მის გარეშე ნახავს.
„ეს იყო ამ წლის ბოლო Post Factum და ბოლო სიუჟეტი, თუმცა გადაცემა ჯერ მაინც არ დასრულებულა, რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ, წლის საუკეთესო სიუჟეტებს იმ ადამიანების შესახებ, ვინც გვასახელა 2021 -ში, შემდეგ იმ დიდ ადამიანებზე, რომლებიც დავკარგეთ 2021 წელს. ამ სიუჟეტებს თქვენ უკვე, ჩემს გარეშე ნახავთ მე შესაბამისად, აქვე გისურვებთ ბედნიერ დღესასწაულებს და გემშვიდობებით, ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებით. კარგად იყავით!„ – განაცხადა გაბუნიამ „მთავარის“ ეთერში და მაყურებელს დაემშვიდობა.