ცნობილი ქორეოგრაფი და მოცეკვავე, ასევე, “ცეკვავენ ვარსკვლავების” ჟიურის წევრი გოჩა ჩეტკოევი გადაცემა “ნოესთან” ბავშვობის წლებზე და დედმამიშვილებზე საუბრობს.
ჩეტკოევი ამბობს, რომ ოჯახში ის ყველაზე პატარა წევრი იყო, რადგან მშობლებს გვიან ასაკში გაუჩნდა. მისივე თქმით, ბავშვობისას მას დებსა და ძმასთან მაინც და მაინც ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. ამას კი იმ ასაკობრივ სხვაობას მიაწერს, რაც მას დებთან და ძმასთან აკავშირებდა.
“დავიბადე თბილისში. მშობლები უკვე ხანში შესულები იყვნენ. დავიბადე ბოლო. რაღა დროს მაგათი ბავშვი იყო. ხანდახან ჩემ თავს აბორტის მსხვერპლს ვეძახი ხოლმე, ბებერი ხალხი იყო და რაღა დროს მაგათი ბავშვი… დედაჩემი დაახლოებით 50 წლამდე იყო, ხოლო მამაჩემი 50 წელს ზევით. ოჯახში ჩემს მიმართ ყველა ფანტასტიკურად იყო განწყობილი. ვიყავი ძალიან გათამამებული და ისინი ყველაფერს მიკეთებდნენ, რადგან ჩემი დები და ძმა ჩემზე დიდები იყვნენ. ძმასთან მაინც და მაინც დიდი კონტაქტი არ მქონია. აი, ეგ არის პრობლემა, როცა მშობლები ხანში შესულია, ყველა გაზრდილია და კი იზრდები ყველა გივლის, ყურადღების ცენტრში ხარ, მაგრამ ამ დროს იცით რა არის, იმხელა განსხვავება არის, რომ იმის გარდა, ძაან კარგი დედ-მამა იყვნენ სხვა არცერთნაირი კავშირი მათთან არ მქონია. მაგალითად, ახლა როგორიც მე და ლევანის გვაქვს, ან შორენას და ჩემ შვილს, რადგან ჩვენ მაინც და მაინც თაობათა განსხვავება არ გვაქვს. არის რაღაც ნეგატიურობა და რაღაც პოზიტიურობაც.
უფრო უფროსმა დებმა გამზარდეს, მაგრამ ძმაზე, რომ მკითხოთ კონკრეტულად არ იყო არანაირი კავშირი ბავშვობაში იმიტომ, რომ ის იყო ძალიან დიდი და მე პატარა. მე რომ ვთამაშობდი ის გაზრდილი კაცი იყო. და კი მაინც და, რომლებსაც ალბათ უფრო დედობრივი გრძნობა ჰქონდათ. ძმა კი მაინც ძმა და მას მამობრივი გრძნობა არ ჰქონია. მას თავისი ცხოვრება ჰქონდა. როცა წამოვიზარდეთ ამერიკაში წავედით, ის კა აქ დარჩა. ამის გამო მასთან ასე, რომ ვთქვა ფიზიკური ახლო კავშირი არ მქონია, მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთკავშირი გვქონდა იმ 25 წლის განმავლობაში სანამ გარდაიცვლებოდა. ჩემ ძმას ფილტვების სიმსივნე ჰქონდა. ყველამ ვიცოდით. ის დიდი ხანი იყო ავად. იქედან რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი ექიმები, დაახმარება და ა.შ. როცა “ცეკვავენ ვარსკვლავები” დაიწყო და საქრათველოში ჩამოვედი მაშინ ვნახე. მანამდე კი არც ერთხელ არ მინახია. ის არასდროს ჩამოსულა ამერიკაში და როცა ჩამოვედი ის ჩემთან თავის მეუღლესთან ერთად სანახავად მოვიდა. დაახლოებით ერთი კვირა დარჩა და მერე ისევ სახლში წასვლა მოითხოვა. შემდეგ აქაც მივიყვანეთ ექიმთან, მაგრამ ძალიან გვიანი იყო. ანუ, როცა მნახა შემდეგ გარდაიცვალა. ჩემი ძმის გარდაცვალების ამბავი ძალიან არასწორ დროს გავიგე, როცა არ ხარ მზად რომ ვინმემ უნდა დაგტოვოს არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის. აქ “ცეკვავენ ვარსკვლავების” დაწყებამდე საათნახევარით ადრე გავიგე, რომ გარდაიცვალა,” – განაცხადა ჩეტკოევმა.