ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარს აცხადებს. მის ნაცვლად უმაღლეს საბჭოში, სიის მე-5 ნომერი, ასმათ დიასამიზე შევა.
“მე არ შევდივარ უმაღლეს საბჭოში, არც როგორც ლიდერი და არც როგორც დეპუტატი. ეს მომცემს საშუალებას უფრო აქტიურად შევხვდე ხალხს და ვიმუშავო იმ პროექტებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ხალხისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ მე მივდივარ პოლიტიკიდან, ან ვტოვებ ჩემს მხარდამჭერებს. ეს ნიშნავს, რომ მთელი ჩემი ძალისხმევა მოხდეს გუნდის განახლებაზე” – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
კომენტარები