გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმმა მალხაზ ურთმელიძემ პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტლიდან გაწერის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება განმარტა.
მან ჟურნალისტებთან იმ მიზეზზეც ისაუბრა, რის გამოც სააკაშვილი ჰოსპიტალში რჩება.
„მიხეილ სააკაშვილი ჩვენს კლინიკაში 20 ნოემბერს მოთავსდა, ჩაუტარდა ყველა საჭირო ინსტრუმენტული კვლევები, გამოტანილია სათანადო დიაგნოზები. მიმდინარეობდა მკურნალობა, ამ დღეების განმავლობაში იგი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყო. დაწყებული იყო რეფიდინგის პროცესიც, რომელიც 14 დეკემბერს დასრულდა. მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც სტაბილური, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება პაციენტის ამბულატორიულ მკურნალობასთან და სტაციონარიდან გაწერის შესახებ. თუმცა მისი ინფორმირების შემდეგ პაციენტი დაიძაბა და აღენიშნა არტერიული წნევის მატება, რის გამოც ის დატოვეს ჰოსპიტალში მისი მდგომარეობის დასტაბილურებამდე“, – განაცხადა მალხაზ ურთმელიძემ.